მსოფლიო დღეს

ორბანი: ევროპის პოლიტიკური ლანდშაფტი მშვიდობისკენ გადაიხარა

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებით მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიებმა თავიანთი შედეგები გააუმჯობესეს
Sputnik
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებით ევროპის პოლიტიკური ლანდშაფტი მარჯვნივ და მშვიდობისკენ გადაიხარა, რითიც ისარგებლებს უნგრეთი, როდესაც გახდება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, დაწერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში.
ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისის პერიოდში ევროკავშირის 27 ქვეყანაში ჩატარდა. გაიმარჯვა იგივე „ევროპის სახალხო პარტიამ", თუმცა, მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიებმა გააუმჯობესეს თავიანთი შედეგები ევროკავშირის ძირითად ქვეყნებში, მათ შორის იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში. უფრო მეტიც, ბოლო ორ ქვეყანაში მმართველი პარტიები მემარჯვენეებთან დამარცხდნენ.
„ვროპის პოლიტიკური ლანდშაფტი მარჯვნივ და მშვიდობისკენ გადაიხარა. ჩვენ ამ შედეგებს დავეყრდნობით უახლოეს თვეებში ჩვენი მიზნების მისაღწევად მაშინ, როდესაც უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება", - დაწერა ორბანმა.
„ევროპის სახალხო პარტიამ", რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენს, ევროპარლამენტში 720 ადგილიდან 185 მოიპოვა, ცხრა მანდატით მეტი, ვიდრე 2019 წელს.
ევროპარლამენტის არჩევნებში მეორე ადგილი „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულ ალიანსს“ ერგო. მან მიიღო 137 საპარლამენტო მანდატი, ანუ ორით ნაკლები 2019 წელთან შედარებით.
მესამე ადგილზე გავიდა „ პარტია „განაახლე ევროპა“, რომელშიც მაკრონის პარტია „რენესანსი" შედის, მხოლოდ 79 ადგილი მოიპოვა.
ევროპარლამენტის არჩევნებში საპრეზიდენტო პარტიის გამანადგურებელი დამარცხების შემდეგ, რომელიც უკან ჩამოიტოვა ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ" ემანუელ მაკრონმა დაითხოვა პარლამენტი და დანიშნა ახალი არჩევნები.
როგორც ევროკომისიის მოქმედმა პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკვე განაცხადა, იგი დარწმუნებულია რომ აღნიშნულ თანამდებობას ახალი ვადით კვლავ დაიკავებს.