ჯაპანა-ლანჩხუთის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი საავტომობილო გზაზე დაგეგმილი სამუშაოებია.
Sputnik
თბილისი, 11 ივნისი - Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის (ასაქცევი) გზაზე 11 ივნისს ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე დაგეგმილი სამუშაოებია. აღნიშნულის გამო 11 ივნისის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე სარკინიგზო გადასასვლელზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება.
დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 15-32-ე კმ მონაკვეთის გავლით.