მნიშვნელოვანი გამარჯვება - კვარაცხელია მონტენეგროსთან მატჩს აფასებს

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთთან გამართავს.
Sputnik
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევრო 2024-ის დაწყებამდე მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩის პოზიტიურ ნოტაზე დასრულება, განაცხადა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ.
საქართველოს ფებხურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ხუთი დღით ადრე ამხანაგურ შეხვედრაში მონტენეგროს გუნდი ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მეტოქის კარგი გოლი გაიტანეს ოთარ კიტეიშვილმა, გიორგი მიქაუტაძემ და ბუდუ ზივზივაძემ.
„ევროპის ჩემპიონატამდე ეს საქართველოს ნაკრებისთვის ბოლო შეხვედრა იყო და მის შედეგს ჩვენთვის დიდ მნიშვნელობა ჰქონდა. ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატისთვის მზად ვართ და გერმანიაში კარგი განწყობით მივდივართ", - განაცხადა კვარაცხელიამ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ეს იყო კარგი სპარინგი საკმაოდ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ.
„მათ ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავთ, მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ. ბევრი ახალი რამ გამოვიყენეთ, რაც გვქონდა ტაქტიკური თვალსაზრისით, რაც მწვრთნელთან ერთად გავიარეთ", - აღნიშნა ფეხბურთელმა.
მონტენეგროსთან მატჩში კვარაცხელიას გოლი არ გაუტანია, მაგრამ გიორგი მიქაუტაძის საგოლე გადაცემის ავტორი გახდა.
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ნაკრები ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში საქართველოს ნაკრები 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთს შეხვდება, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს, ხოლო გელზენკირხენში პორტუგალიას - 26 ივნისს.
ევრო 2024-ზე ითამაშებს პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთის, შვეიცარიის, საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის გუნდები.
ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა.