სეტყვამ იმერეთის სოფლებში მოსავალი გაანადგურა

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უამინდონა 10 ივნისსაც შენარჩუნდება
Sputnik
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ძლიერმა სეტყვამ იმერეთის რამდენიმე სოფელში მოსავალი გაანადგურა, დაზიანდა ხეხილი და ვენახები, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ადგილობრივების თქმით, სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. გარდა ამისა, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ლუხუტა კალაპოტიდან გადმოვიდა და საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანდა. დაიტბორა სახლების პირველი სართულები და სავარგულები.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უამინდონა 10 ივნისსაც შენარჩუნდება - მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მდინარეებში წყლის დონის მატება და ქარის გაძლიერება.