რა ვითარებაა რიკოთზე: საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტება

Sputnik
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო.
`კერძოდ, სოფელ ხევის მიმდებარედ მშენებარე მონაკვეთთან, ძლიერი წვიმის შედეგად ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა, რის გამოც, გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობ", - ნათქვამია განცხადებაში.
გაწმენდითი სამუშაოები დასრულებისთანავე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ამ ეტაპზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია რიკოთის უღელტეხილზე მეწყერის ჩამოსვლის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს, აღნიშნულია განცხადებაში.