თბილისი, 8 ივნისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შეძენა, შენახვა, რეალიზაციის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ორგანიზებული ჯგუფის 3 წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
გამოძიების მიხედვით, 2022-2024 წლებში 3 წევრისგან შექმნილი ორგანიზებული ჯგუფი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შეძენა, შენახვა რეალიზაციას სისტემატურად ახორციელებდა, რის შემდეგაც უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებას კანონიერ სახეს აძლევდა.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ბრალდებულებმა დაახლოებით 1,3 მლნ ლარი მიითვისეს, საიდანაც 231 ათასი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინეს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 200-ე და 194-ე მუხლებით მ (განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შეძენა, შენახვა, რეალიზაცია და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარედგინათ.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.