საქართველოს რკინიგზაზე სატვირთო გადაზიდვები მცირდება - ახალი მონაცემები

2024 წლის პირველ კვარტალში რკინიგზის მომსახურებით 465,9 ათასმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 1,4%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
Sputnik
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3,2 მლნ ტონა ტვირთი, რაც 2,5%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული მოცულობიდან 12% მოდის ადგილობრივ გადაზიდვებზე, 28,9% – საერთაშორისო გადაზიდვებზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 59,1% – ტრანზიტზე.
2024 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 29,4% ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, ხოლო 70,6% – ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე.
გარდა ამისა, რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 53,5% გამოგზავნილია რუსეთიდან, 22,9% – აზერბაიჯანიდან. დანარჩენი შემომტანი ქვეყნების წილი 10%-ზე ნაკლებია (თითოეულის ცალ-ცალკე).
ტვირთების ყველაზე დიდი მოცულობა გატანილია რუსეთში (10,2%), თითოეული დანარჩენი მიმღები ქვეყნის წილი 10%-ზე ნაკლებს შეადგენს.
ტრანზიტი
„საქსტატის“ მონაცემებით, ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 16,2% გადაზიდულია ნიდერლანდებში, 8,1% – თურქეთში, 7,9% - ჩინეთში, 3,3% – იტალიაში, 3,3% - უკრაინაში, 2,4% - რუმინეთში.
აღნიშნულ პერიოდში ტრანზიტული ტვირთების 2,7%-ის გამომგზავნი ქვეყანა ბრაზილიაა, 1,5%-ის – ჩინეთი, 1,4%-ის – უკრაინა, 1,3%-ის - საბერძნეთი და 1,1%-ის – აშშ.
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 32,7% მოდის ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, 28,4% - ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 9% – საკვები პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია განაწილება ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში, სადაც 61,2% ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე მოდის, 12% – ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე, 11,6% – სხვა არამეტალურ მინერალურ პროდუქტებზე.
რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი (54,7%), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (19,8%), ძირითადი ლითონები (6,4%), ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (3,5%) და ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქტები (3,5%).
ამავე დროს ექსპორტზე გატანილია ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (52,6%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (20,5%), სხვადასხვა დასახელების ლითონის ნაწარმი (13,4%) და სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (8,9%).
სამგზავრო გადაზიდვები
2024 წლის პირველ კვარტალში რკინიგზის მომსახურებით 465,9 ათასმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 1,4%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობა 6%-ით შემცირდა და 128,3 მლნ მგზავრი/კილომეტრი შეადგინა.
ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 462,1 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 99,2%-ს შეადგენს და 0,5%-ით ნაკლებია 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 3,8 ათასი მგზავრი, რაც 50,7%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 56,1% შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 43,9%. სხვა მოსაზღვრე ქვეყნების მიმართულებით სამგზავრო გადაზიდვები არ განხორციელებულა.