მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზი დროებით გაჩერებულია

ხარვეზის გამოსწორებაზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს
Sputnik
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის მეორე, საბურთალოს ხაზი გარკვეული დროით შეჩერებულია, იუწყება „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“.
კომპანიის ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზის გამო მეტრო მგზავრების მომსახურებას უკვე საათნახევარი ვერ ახერხებს.
ხარვეზის გამოსასწორებლად ადგილზე სამუშაო ჯგუფი უკვე მივიდა, ნათქვამია განცხადებაში.