პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე პუტინის საგვარეულო ხე გამოფინეს - ფოტო

Sputnik
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ოჯახური ტრადიციების სახლი „ქრისტიანის“ სტენდზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საგვარეულო ხე წარმოადგინეს, იუწყება „რია ნოვოსტი“.
როგორც აღინიშნება, „ქრისტიანი“ გენეალოგიურ კვლევებზე სპეციალიზდება.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ეს კვლევა ვლადიმირ პუტინის ბიძაშვილის, ალექსანდრეს დაკვეთით მოხდა. როგორც მან აღნიშნა, გენეალოგიური ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, პუტინის საგვარეულო ტვერის რეგიონიდანაა წარმოშობით — მათი წინაპრები ტვერელი გლეხები იყვნენ.
„ქრისტიანში“ აცხადებენ, რომ ასეთი ექსპერტიზის ჩატარებას მათ საშუალოდ 10-12 თვე სჭირდებათ, კვლევის ფასი კი 190 ათასი რუბლიდან იწყება.
პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი 5-დან 8 ივნისამდე ტარდება. „რია ნოვოსტი“ ფორუმის საინფორმაციო პარტნიორია.