პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე რობოტი ჟენია მუშაობს - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მოსკოვის რეგიონის სტენდზე ჰუმანოიდმა რობოტმა ჟენიამ დაიწყო მუშაობა, იუწყება „რია ნოვოსტი“.
ადამიანის მსგავსი რობოტი ვიზიტორებთან ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით ურთიერთობს, აქტიურად ჟესტიკულირებს და კითხვებსაც პასუხობს — მათ შორის საბინაო და კომუნალური მომსახურების სფეროზე დასმულ კითხვებს.
გარდა ამისა, ჟენიას შეუძლია ემოციების გამოხატვა, ხუმრობა და ლექსების კითხვა.
კომპანია Prmobot-ის წარმომადგენელმა სააგენტოს განუცხადა, რომ რობოტი იყენებს Yandex GPT AI მოდელს, რომელიც აგენერირებს ტექსტს ადამიანის მოთხოვნის საფუძველზე და აძლევს რობოტს კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებას. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით შეგიძლიათ რობოტს ესაუბროთ აბსტრაქტულ თემებზე, მაგალითად, ჰკითხოთ, რა მანძილია დედამიწიდან მთვარემდე, ან რომელ წელს გავიდა ადამიანი ღია კოსმოსში პირველად.
მოსკოვის რეგიონის სტენდზე ასევე არის გიგანტური რობოტი-ტრანსფორმერი და ნახევრად აწყობილი ელექტრომობილი. თანამშრომლების თქმით, ეს ჩინურ ელექტრომობილების ბრენდთან მომავალი თანამშრომლობის შესახებ მინიშნებაა.
პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი 5-დან 8 ივნისამდე ტარდება. „რია ნოვოსტი“ ფორუმის საინფორმაციო პარტნიორია.