თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კილომეტრზე სარემონტო სამუშაოების გამო ორი თვის მანძილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
საუბარია მდინარე ქსნის ხიდის დასავლეთ მიმართულებაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე.
უწყების ცნობით, 5 ივნისიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა ერთი ზოლის მეშვეობით განხორციელდება.