თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2024 წლის მაისი 2023 წლის მაისთან შედარებით) 2% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
წინა თვეების მონაცემებით, ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონემ (2024 წლის აპრილი 2023 წლის აპრილთან შედარებით) 1,5% შეადგინა.
წელიწადზე გადაანგარიშებით ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სასტუმროებსა და რესტორნებზე (12,3%), ალკოჰოლსა და თამბაქოს ნაწარმზე (3,5%). ფასები შემცირდა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (3,5%), ასევე გართობასა და დასვენებაზე (1,3%).
2024 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,4% შეადგინა.