ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი - რომელ რეგიონებშია მოსალოდნელი ამინდის გაუარესება

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს
Sputnik
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს რამდენიმე რეგიონში 4 ივნისის დღის ბოლომდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ამინდის გაუარესება მოსალოდნელია შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღნიშნული რეგიონების გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს” - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტო საფრთხის დონეს საშუალოდ აფასებს.