რაჭაში 5,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 02:03 საათზე დაფიქსირდა.
Sputnik
თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. ქალაქ ონთან სამხრეთ-აღმოსავლეთით 9 კილომეტრში, სოფელ ირთან მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 02:03 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 10 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ონის მერის სერგო ხიდაშელის ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების კედლები. ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.