პრემიერმა მილერის განცხადებას აშშ-ის სანქციების შესახებ არასერიოზული უწოდა

შეერთებულმა შტატებმა ნათლად განაცხადა, რომ ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ინდივიდუალურ სანქციებს შემოიღებს
Sputnik
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. განცხადება სანქციების დაწესების შესახებ არასერიოზული და კონტრპროდუქტიულია იმ სუბიექტებისთვის, ვინც ამაზე საუბრობს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებების კომენტირებისას.
როგორც მილერმა განაცხადა, აშშ-ს ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოუცახდებია, თუმცა დასძინა, რომ შეერთებულმა შტატებმა ნათლად განაცხადა, რომ მათ დაწესებაზე არ იყოყმანებს.
23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების საპასუხოდ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას შემოიღებს იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან „საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაში".
„ჩვენთვის არასერიოზულია, თუ ვინმე საუბრობს სანქციებზე. ეს არის კონტრპროდუქტიულია იმ სუბიექტებისთვის, ვინც ამაზე საუბრობს. ეს იქნება არასერიოზული და კონტრპროდუქტიული", - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტეთან.
მან სიცრუე უწოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებმა ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს შეტყობინება სავიზო შეზღუდვის დაწესების შესახებ.
„რაც შეეხება ელექტრონულ ფოსტას, ეს ჩვეულებრივი ტყუილია. როცა თემა არასერიოზულია, ჩვენ არ შეგვიძლია მას ჩავუღრმავდეთ", - აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტმა, მიუხედავად დასავლეთის გაფრთხილების და ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მიიღო. სკანდალური კანონი ძალაში უკვე შევიდა.
სკანდალური კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
სამშაბათს, 28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.