საქართველოში უახლოეს საათებში ამინდი გაუარესდება

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს
Sputnik
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს რამდენიმე რეგიონში უახლოეს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ამინდის გაუარესება მოსალოდნელია დღეს 3 ივნისს, 4 ივნისის ღამის ჩათვლით შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, კავკასიონის ქედის მთიან და მაღალმთიან რაიონებში.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს, ნათქვამია განცხადებაში.