თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული მეკარის სია შეადგინა, რომელშიც საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ესპანური კლუბ „ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი შევიდა.
ტოპ-ათეულში 23 წლის მამარდაშვილი მეათე ადგილს იყოფს „მილანის“ მეკარე მაიკ მენიანთან.
სიის ლიდერები გახდნენ „დორტმუნდისა“ და „ბენფიკას“ მეკარეები – გრეგორ კობელი და ანატოლი ტრუბინი.
მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული მეკარე:
გრეგორ კობელი („დორტმუნდი") – 66 მლნ
ანატოლი ტრუბინი („ბენფიკა") – 66 მლნ
დიოგო კოშტა („პორტუ") – 56 მლნ
ჯანლუიჯი დონარუმა („პსჟ") – 53 მლნ
ანდრე ონანა („მანჩესტერ იუნაიტედი") – 51 მლნ
ბარტ ვერბრიუგენი („ბრაიტონი") – 47 მლნ
ედერსონი („მანჩესტერ სიტი") – 43 მლნ
ანდრეი ლუნინი („რეალი") – 39 მლნ
მაიკ მენიანი („მილანი") – 37 მლნ
გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია") – 37 მლნ
მანამდე მამარდაშვილი ასევე მოხვდა გერმანული სპორტული საიტ Transfermarkt-ის ვერსიით მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების ათეულში, სადაც მეშვიდე ადგილი დაიკავა. მაშინ მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება 35 მლნ ევრო იყო.
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ იჯარის უფლებით 2021 წლის ივლისში გადავიდა. იმავე წლის ბოლოს ესპანურმა კლუბმა მეკარე თბილისის „დინამოსგან“ გამოისყიდა. 2022 წლის სექტემბერში ესპანელებმა ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივეს.
ფეხბურთელის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2021 წლის სექტემბერში შედგა.