თბილისი, 3 ივნისი, − Sputnik. დერუსიფიკაციის პროცესმა აპოგეას მიაღწია, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოხსენებაში, რომელიც უკრაინაში ადამიანის უფლებებს ეხება.
მოხსენების თანახმად, ამ დროისათვის უკრაინაში იკრძალება ყველაფერი რუსული − ენა, კულტურა, განათლება და მედიასაშუალებები.
როგორც დოკუმენტში აღინიშნება, დერუსიფიკაციის ნიადაგზე უკრაინის სკოლებში აკრძალულია რუსულ ენაზე სწავლება, საგანმანათლებლო პროგრამებიდან ამოღებულია ყველა რუსული და საბჭოთა ნაწარმოები, ქვეყნის ყველა ბიბლიოთეკიდან იღებენ რუსულენოვან წიგნებს.
გარდა ამისა, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს რუსულად ლაპარაკი ეკრძალებათ − როგორც გაკვეთილებზე, ისე პირადი ურთიერთობისაც კი. ამასთან აღინიშნება, რომ „კიევის რეჟიმმა კანონმდებლობით დაუჭირა მხარი“ კანონიკურ (მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესიის) ტაძრებზე თავდასხმას, მთლიანად ქვეყანაში კი პატივს მიაგებენ „ესესელ“ ნაცისტებს.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, დასავლეთი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების უმეტესობა ამ დარღვევებზე დუმს − კიევი მხოლოს ასრულებს უცხოელი კურატორების მითითებებს.