თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. წალენჯიხაში იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის - ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთის აკადემია გაიხსნა - გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი დავიდ ტრეზეგე მონაწილეობდა.
„იუვენტუსის“ საფეხბურთო აკადემიის ოფიციალური გახსნა საქართველოში: სტუმრებს შორისაა ფრანგი ფეხბურთელი დავიდ ტრეზეგე
© City Hall of Tsalenjikha Municipality
იტალიური კლუბის წარმომადგენლები ყოველ თვე წალენჯიხაში ჩამოვლენ და ახალგაზრდა ფეხბურთელებს დააკვირდებიან. სამეგრელოს მკვიდრ მოზარდებთან იმუშავებენ როგორც ქართველი, ისე ტურინელი სპეციალისტები.
„იუვენტუსის“ საფეხბურთო აკადემიის ოფიციალური გახსნა საქართველოში: სტუმრებს შორისაა ფრანგი ფეხბურთელი დავიდ ტრეზეგე
© City Hall of Tsalenjikha Municipality
აღსანიშნავია, რომ ბავშვთა საფეხბურთო აკადემია უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს, მაგრამ გახსნის ოფიციალური ცერემონია ახლა შედგა.
„იუვენტუსის“ საფეხბურთო აკადემიის ოფიციალური გახსნა საქართველოში: სტუმრებს შორისაა ფრანგი ფეხბურთელი დავიდ ტრეზეგე
© City Hall of Tsalenjikha Municipality
სამეგრელოს სტუმრობის შემდეგ ტრეზეგე თბილისში „იუვენტუსის“ ფან-კლუბის წევრებსა და ფეხბურთის ქომაგებს შეხვდება.
„იუვენტუსის“ საფეხბურთო აკადემიის ოფიციალური გახსნა საქართველოში: სტუმრებს შორისაა ფრანგი ფეხბურთელი დავიდ ტრეზეგე
© City Hall of Tsalenjikha Municipality
ტრეზეგე ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია, რომელმაც 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მოიგო. გარდა ამისა, მან გადამწყვეტი როლი ითამაშა 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების გამარჯვებაში - ტრეზეგემ ფინალში იტალიასთან ე.წ. „ოქროს გოლი" გაიტანა.
„იუვენტუსის“ საფეხბურთო აკადემიის ოფიციალური გახსნა საქართველოში: სტუმრებს შორისაა ფრანგი ფეხბურთელი დავიდ ტრეზეგე
© City Hall of Tsalenjikha Municipality
სპორტული კარიერის განმავლობაში ტრეზეგემ რამდენიმე კლუბი შეიცვალა, სულ 448 მატჩი ჩაატარა და 229 გოლი გაიტანა. ყველაზე დიდი დრო, კერძოდ, ათი წელი ტრეზეგემ გაატარა ტურინის „იუვენტუსში“, სადაც 2000-2010 წლებში თამაშობდა.
„იუვენტუსის“ საფეხბურთო აკადემიის ოფიციალური გახსნა საქართველოში: სტუმრებს შორისაა ფრანგი ფეხბურთელი დავიდ ტრეზეგე
© City Hall of Tsalenjikha Municipality
„იუვენტუსის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები წალენჯიხაში საბავშვო აკადემიის გახსნაზე 2022 წელს დაიწყო და დაახლოებით შვიდი თვე გაგრძელდა.
ქართული ფეხბურთის განვითარების პროექტის განხორციელებაში ინვესტიცია ჩადო „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, პოლიტიკოსმა მამუკა ხაზარაძემ.