თბილისი, 31 მაისი – Sputnik. 31 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 2 ივნისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
მთიან და მაღალმთიან რაიონებში ნავარაუდევია ძალიან ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი).