ირანი აქტიურად იძენს და იყენებს რუსული წარმოების ავია ტექნიკას - სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში და სამოქალაქო მიზნებისათვის. რუსული სამაშველო, სახანძრო და საბრძოლო ვერტმფრენების ახალი პარტია (21 ერთეული) მიეწოდება ირანს 2015-2028 წლებში.
ისლამური რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო IRNA იუწყებოდა, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის დროს, რუსეთიდან შეძენილი იყო 12 სამაშველო ვერტმფრენი, ღამის ხილვადობის სანავიგაციო მოწყობილობებით და სამი სახანძრო ვერტმფრენი. აგრეთვე ნახსენებია „მხარდაჭერის ექვსი პატარა ვერტმფრენი“, მრავალმიზნობრივი (საბრძოლო). კონტრაქტი ხელმოწერილია აპრილის ბოლოს და პირველი ოთხი მანქანა მიეწოდებათ 2025 წლის გაზაფხულამდე. პარტიის (21 ვერტმფრენი) საერთო ღირებულებაა 500 მილიონი დოლარის ექვივალენტია.
სააგენტო IRNA- ს არ მიუთითებია ვერტმფრენების ტიპები. თუმცა, ირანულმა მედია საშუალებებმა ინფორმაციას დაურთო ფოტო და ვიდეო მასალები, სადაც აღბეჭდილია რუსული Ми-171Е, რომელიც არის სამაშველო ორგანიზაცია წითელი ნახევარმთვარის ირანული საზოგადოების კუთვნილება (ულან-უდეს საავიაციო ქარხნის წარმოების ასეთი ვერტმფრენები ირანს 2009 წელს მიეწოდა). ამიტომ, დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ირანი მიიღებს 12 ახალ ვერტმფრენს, რომელიც წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.
ინფორმაციამ თეირანის მიერ რუსული სამაშველო ვერტმფრენების შესყიდვის შესახებ უცხოური აუდიტორიის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, ვინაიდან გამოქვეყნდა ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისისა მერიკული წარმოების ვერტმფრენის Bell-212 ბორტზე დაღუპვიდან ერთ კვირაში,.
პრინციპულად ახალი შესაძლებლობები
გამოცემა Aviation Week მონაცემებით, ირანის სამხედრო ვერტმფრენების პარკის 94% დასავლური წარმოშობისაა. მათი ტექნიკური მომსახურება გაძნელდა საერთაშორისო სანქციების გამო.
300 ამერიკული Bell-212 - დან უკრაინულ არმიაში მწყობრში დარჩენილია მხოლოდ 12.
ძალიან დიდხანს ირანი ახალ დამრტყმელ თვითმფრინავებს არ ყიდულობდა, გარდა რამდენიმე რუსული МиГ-29, რომელიც შეიძინა 1990-იან წლებში. მოსკოვში რუსეთისა და ირანის პრეზიდენტების კონსტრუქციული მოლაპარაკებების შემდეგ (2023 წლის სექტემბერი) განახლება დაიწყო. ირანის შეიარაღებულმა ძალებმა იმავე წლის ნოემბერში მიიღეს უახლესი გამანადგურებლები Су-35, დამრტყმელი ვერტმფრენები Ми-28 და სასწავლო თვითმფრინავები Як-130. ..
რუსეთისა და ირანის სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება. მოსკოვი 2002 წლიდან მიაწვდის თეირანს ვერტმფრენებს. გარდა ამისა, 2005 წელს ირანმა და რუსეთმა დადეს კონტრაქტი საზენიტო სარაკეტო კომპლექსებისა და მათვის საბრძოლო მასალების მიწოდებაზე (რომელიც 2007 წელს დასრულდა). რუსეთის ფედერაცია გახდა ირანისათვის შეიარაღების ერთადერთი მიმწოდებელი. ხოლო, ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მზადდება სტრატეგიული შეთანხმდება ირანისათვის რუსულ სამხედრო დახმარებაზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე