თბილისი, 29 მაისი — Sputnik. 2024 წლის პირველ კვარტალში ბათუმში ბინებზე მოთხოვნა, 22,8%-ით შემცირდა, რაც განპირობებულია წინა პერიოდში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის რეკორდული ტრანზაქციებით, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაში.
2024 წლის აპრილში ანალიტიკოსებმა ხუთი დეველოპერის გამოკითხვა ჩაატარეს, რომლებიც მუშაობდნენ ბათუმში მიმდინარე სამშენებლო პროექტებზე. კვლევის მიზანი იყო პირველადი ბაზრის უახლესი ტენდენციების გაცნობა (სამშენებლო კომპანიების/დეველოპერების მიერ გაყიდული უძრავი ქონება).
როგორც ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, 2024 წლის პირველ კვარტალში უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი მთლიან გაყიდვებში 80%-მდე გაიზარდა - გაყიდვების 24% მოდის რუსეთის მოქალაქეებზე, ხოლო 6% ისრაელის მოქალაქეებზე.
მთლიანობაში, 2024 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით პერიოდში ბათუმში 2.09,3 მლნ დოლარის ღირებულების 3,4 ათასი ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 20,5%-ით ნაკლებია.
22,3%-ით გაყიდვების კლება შეინიშნება პირველად ბაზარზე (სამშენებლო კომპანიების/დეველოპერების მიერ გაყიდული უძრავი ქონება), ხოლო მეორად ბაზარზე (ინდივიდუალური მესაკუთრის მიერ უძრავი ქონების რეალიზაცია) 22,1%-ით.
2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ბათუმში ბინების საშუალოშეწონილი ფასი 8,1%-ით შემცირდა და კვადრატულ მეტრზე 857 დოლარი შეადგინა.