ძლიერმა წვიმამ კახეთში პრობლემები შექმნა

უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა დამცავი კალაპოტები გაარღვია
Sputnik
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. გადაუღებელმა წვიმებმა კახეთში პრობლემები შექმნა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
უამინდობამ განსაკუთრებით თელავის, ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები დააზარალა - ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები., მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.
გარდა ამისა, დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძებიც, რის შედეგად ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილიმოსახლეობის დიდი ნაწილი.
სტიქიის ზონაში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.