მდინარე ვერემ ავტომობილი გაიტაცა

ბოლო დღეებში დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.
Sputnik
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ადიდებულმა მდინარე ვერემ ავტომობილი გაიტაცა, იუწყება ქართული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, მძოლი, რომელიც ავტომობილს მართავდა, არ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, მანქანაში მყოფი მოქალაქის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს და იგი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.
ბოლო დღეებში დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 27 მაისიდან გამოიდარებს.