თბილისი, 25 მაისი – Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო მისი ვერტმფრენი ვანაძორში ავარიულად დაეშვა.
ამჟამად ყველაფერი წესრიგშია, ის გზას ავტომობილით აგრძელებს.
„ყველაფერი კარგადაა. უამინდობის გამო, ჩვენმა ვერტმფრენმა ვანაძორში დაუგეგმავი დაშვება განახორციელა. ჩვენ ახლა გზას ავტომობილით ვაგრძელებთ“, - დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში.
Sputnik-სომხეთის ინფორმაციით, პრემიერი ტავუშის პროვინციის სოფელ ბაგანისში მიემგზავრებოდა, სადაც ახლახან აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დასრულდა.