მესტიაში სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომელი გოგონას გატაცებისთვის დააკავეს

სამივე გამტაცებელს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება
Sputnik
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. მესტიაში გოგონას მოტაცების ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის 2 თანამშრომელი დააკავეს, ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე მ.კ.-მ ცოლად მოყვანის მიზნით 23 წლის გოგოს მოტაცება განიზრახა. 2024 წლის 25 მაისს, დაბა მესტიაში, თამარ მეფის ქუჩაზე, მან სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს 2 ინსპექტორის დახმარებით გოგონა იძულებით მანქანაში ჩასვა და გაიტაცა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 143-ე მუხლის 3ა პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 10 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.