თბილისი, 23 მაისი – Sputnik. საქართველოში 24 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისის დღის ბოლომდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი წვიმაა ნავარაუდევი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაც.
„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.