უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

სერგო გორნაკაშვილი ხარკოვის მიმართულებით მიმდინარე ბრძოლებში დაიღუპა.
Sputnik
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ინფორმაცია წარმოშობით ქისტი სერგო გორნაკაშვილის დაღუპვის შესახებ სოციალურ ქსელში მისმა თანამებრძოლმა ვანო ნადირაძემ გაავრცელა.
სერგო გორნაკაშვილი ხარკოვის მიმართულებით მიმდინარე ბრძოლებში დაიღუპა.
2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში 70-მდე საქართველოს მოქალაქე ან ეთნიკურად ქართველი უკრაინის მოქალაქე დაიღუპა.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებდა. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.