თბილისი, 23 მაისი – Sputnik. თბილისში, ბამბის რიგის ქუჩაზე ერთი ადამიანი დაჭრეს , იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ობიექტში შესული კლიენტი ობიექტის თანამშრომელს დაუპირისპირდა, რის შემდეგაც მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღით უმისამართოდ ისროლა, ტყვია კი გამვლელს მოხვდა.
დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.