ქუთაისში „საქართველოს ბანკში" შეიარაღებული პირი შეიჭრა

ბოროტმოქმედმა თანხის წაღება ვერ მოახერხა.
Sputnik
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. ქუთაისში „საქართველოს ბანკის “ ერთ-ერთ ფილიალში ყაჩაღობის მცდელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ნიღბიანი მამაკაცი ბანკის შენობაში შეიჭრა და თანხას ითხოვდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც დაცვის თანამშრომელი დაინახა, გაიქცა. ბოროტმოქმედმა თანხის წაღება ვერ მოახერხა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ფილიალში მუშაობა შეჩერებულია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.