თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ქართული ნატურალური ღვინის მთავარ ექსპორტიორად კვლავ რუსეთი რჩება, ოთხ თვეში ამ ქვეყანაში 98,9 მილიონი დოლარის ღირებულების 36,8 ათასი ტონა ღვინო გავიდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკური ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
„საქსტატის" ცნობით, 2024 წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში საქართველომ ჯამში 125 მილიონი დოლარის ღირებულების 44,7 ათასი ტონა ნატურალური ღვინო (2ლ ნაკლები მოცულობის ბოთლებით) გაიტანა.
გასულ წელს, ამავე პერიოდში, საქართველომ 76,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2 ლიტრზე ნაკლები მოცულობის ბოთლებით 26,2 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო გაიტანა.
2024 წლის ოთხ თვეში ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში 93%-ით გაიზარდა. ზოგადად, რუსეთს უკავია ქართული ღვინის მთელი ექსპორტის დაახლოებით 79%.
ქართული ღვინის იმპორტიორი ტოპ 5 ქვეყანა 2024 წლის იანვარ-აპრილისთვის
ქვეყანა | ექსპორტის მოცულობა, ათასი დოლარი | ზრდა, % |
რუსეთი | 98 845,54 | 93 |
პოლონეთი | 4 769,86 | 15,7 |
უკრაინა | 3 821,64 | -1,6 |
ყაზახეთი | 2 786,75 | -2,4 |
ჩინეთი | 2 240,97 | -39,9 |
ექსპორტიორების ათეულში შედიან ასევე ბელარუსი, გერმანია, აშშ, ლატვია და ლიეტუვა.