თბილისი, 22 მაისი – Sputnik. რუსთავში მამაკაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, იუწყება გამოცემა „ინფო რუსთავი".
ინციდენტი დუმბაძის ქუჩაზე დღეს მოხდა.
თვითმხილველბის თქმით, მკვლელობა მაშინ მოხდა, როდესაც ქალბატონები, ჩვილთან ერთად, ქუჩაში გადაადგილდებოდნენ. მათ მოულოდნელად მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
სამართალდამცველებმა მამაკაცი „ცხელ კვალზე" დააკავეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.