თბილისი, 21 მაისი - Sputnik. თბილისში, მუხიანის მოსახლეობის ნაწილი ერთი კვირით გაზმომარაგების გარეშე დარჩა, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია „ენერგოკავშირის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მიზეზი, რის გამოც 13.762 აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა, მეწყერია, რამაც ცენტრალური გაზსადენი დააზიანა.
კომპანიის ცნობით, რთული რელიეფის გამო გაძნელებულია სპეციალური ტექნიკის მუშობა. გავრცელებული ინფორმაციით, გაზმომარაგება ერთ კვირაში აღდგება, რის თაობაზეც აბონენტები მოკლეტექსტურ შეტყობინებას მიიღებენ.
„ენერგოკავშირი" Socar Gas Georgia-ს კონტრაქტორი კომპანიაა.