GWP: თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
Sputnik
თბილისი, 21 მაისი – Sputnik. თბილისში, ნაძალადევის რაიონის მოსახლეობის ნაწილს 22 მაისის 10:00 საათიდან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
კერძოდ, 22 მაისს კომპანია ზედამზის ქუჩის მე-II შესახვევში N6-ის მიმდებარე ტერიტორიაზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.
შესაბამისად, წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში: ხერთვისის, გეგუთის, სვირის, კიშინოვის, ზეკარის, ასურეთის, კურსების, დარკვეთის, ლუბოვსკის, მირზაანიის, სანავარდოს, ლისაშვილის, ბუგეულის, წერონისის, თოდრიას, მაჩხაანის, ჟღენტის, ბახმაროს, გომარეთის, ახტალის, რაჭის, ლოტკინის მთის, ლოტკინის ხევის, ზედამზის, სამღერეთის, ზაქარაიას, გორდის, დავით იოსელიანის, ლაითურის, კლდეკარის, ნაქალაქევის, ინტერნატის, ფილიას, ორბეთის, ლამისყანის და ბედნელიანის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.