თბილისი, 20 მაისი — Sputnik. თბილისში ფიზიკური დაპირისპირებისას დაჭრილი სამი ახალგაზრდიდან, ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი".
სისხლიანი გარჩევა ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე კვირას, გვიან ღამით მოხდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მამაკაცს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შედეგადაც სამი პირი დაჭრეს. სამივე მათგანს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი და ვინ იყვნენ თავდამსხმელები, ჯერჯერობით უცნობია.
დაჭრილებიდან ორი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მათი ჯაბნმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს.