მოსაზრება: რუსული Су-57 სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში წარმატებით მოქმედებენ

Sputnik
დასავლელი დამკვირვებლები შეწუხებული არიან უკრაინაში რუსული გამანადგურებელი Су-57-ის დარტყმების მზარდი რაოდენობითა და ეფექტიანობით. მაღალი სიზუსტის რაკეტები თითქოს, არსაიდან მოფრინავენ და უკრაინული არმიის ობიექტებს ანადგურებენ. Су-57 მსოფლიოში ერთადერთი მეხუთე თაობის გამანადგურებელია საბრძოლო გამოყენების გამოცდილებით, რომელიც მიღებული აქვს ნატოს ქვეყნების დაზვევრვის მაღალი სიზუსტის კომპლექსებთან წარმატებულ დაპირისპირებაში.
სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში მეხუთე თაობის გამანადგურებლები 2022 წლის ზაფხულიდან მოქმედებენ. Су-57-ის ბორტი აღჭურვილია სარაკეტო შეიარაღების მნიშვნელოვანი არსენალით - საჰაერო და მიწისზედა მიზნების გასანადგურებლად. უკრაინა და ნატო შეწუხებული არიან იმით, რომ რუსული უხილავი გამანადგურებელი Су-57-ის რაოდენობა საბრძოლო მოქმეებების ზონაში სულ უფრო იზრდება.
„2024 წელს მოსალოდნელია 24-ზე მეტი თვითმფრინავის მიწოდება, ამავდროულად, იგეგმება 2027 წლისთვის სამი მთლიანი პოლკის ჩამოყალიბება, თითო 24 თვითმფრინავით“, - წერს ამერიკული ჟურნალი Military Watch.
იგივე გამოცემა, უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის სამხედრო კოსმოსური ძალები უკრაინული ჯარების ობიექტებზე დასარტყამად სულ უფრო ინტენსიურად იყენებენ Су-57-ის პირველ პოლკს, რომლის შემადგენლობაშიც 22 გამანადგურებელი შედის.
Су-57-ის სარაკეტო დარტყმებით უკრაინულ ფრონტზე მოსკოვი აახლოვებს სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევას. მის არსენალში უამრავი ულტრათანამედროვე შეიარაღებაა. რაც შეეხება Су-57-ს, მას შეუძლია შეუმჩნევლად და ზუსტად განახორციელოს დარტყმები აშშ-სა და ნატოს სამხედრო ობიექტებზე ევროპაში. უფრო მეტიც, თუ Су-57-ის საბრძოლო რადიუსს დაემატება ფრთოსანი რაკეტების შორი მანძილის მოქმედება, პენტაგონის ობიექტები საკმაოდ მოწყვლადი გახდება ჩრდილო ამერიკის მთელ ტერიტორიაზეც კი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!