რუსეთის უახლესი შეიარაღება, სამხედრო საზღვაო ფლოტის მზარდი სტრატეგიული და ტაქტიკური ძალა ევროპაში რუსეთის საზღვრებთან და მსოფლიო ოკეანეს ეკონომიკურად მნიშვნელოვან რაიონებში, აშშ-ის და ნატოს აგრესიას აკავებენ. ამ დღეებში გაჟღერდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შეიარაღება შეივსო საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „ბულავათი“. ასევე გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში გამოყენებული იყო უახლესი უეკიპაჟო კატერი კამიკაძე. დამთხვევა შემთხვევითი სულაც არაა - ეს სიახლეები მეტყველებს რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის სტრატეგიული და ოპერატიულ-ტაქტიკური შესაძლებლობების ზრდაზე.
„ბულავა“ არის ყველაზე თანამედროვე არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელ მსოფლიოში, საზღვაო ბაზირების ბალისტიკური რაკეტა, 10 000 კმ სიშორით და 39-ტონიანი სასტარტო მასით. ამავდროულად, იგი საკმაოდ კომპაქტურია: მისი სიგრძე 12 მეტრს შეადგენს, ხოლო დიამეტრი - ორ მეტრს.
„ბულავას“ ყველა კომპონენტი რუსეთში იწარმოება და ეს სრული ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის გარანტიას იძლევა.
აშშ-ის სტრატეგიული სარდლობის ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალი რობერტ ფორსტი აღიარებს: „955 პროექტის რუსეთის სუბმარინები შეერთებული შტატების უსაფრთხოებისათვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ“. ამერიკელმა სპეციალისტებმა გამოითვალეს, რომ აშშ-სთვის გამოუსწორებელი ზარალის მისაყენებლად საკმარისია „ბულავას“ მხოლოდ ერთი სარაკეტო გასროლა.
უახლესი რუსული საზღვაო კამიკაძე დრონის პირველი გამოყენება უკრაინულ ფრონტზე არანაკლებ წარმატებული გამოდგა. სახელწოდება მისთვის ჯერაც არ მოუფიქრებიათ, ამიტომ უბრალოდ, უეკიპაჟო კატერს ეძახიან. მას ქალაქ ტულაში აწარმოებენ.
ერთი რამ უდავოა: რუსეთმა გამოიგონა და დაიწყო წარმოება და გამოყენება საზღვაო დრონების (კამიკაძის, მრავალმიზნობრივის და მრავალჯერადის), რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე თანამგზრავრული მოდულებით, ნავიგაციის ინერციული სისტემით. აპარატებს შეუძლიათ, ავტონომიურად იმოქმედონ ნებისნიერ წყალში (მარილიან და მტკნარში), შორეული საზღვაო ზონის რთულ პირობებში, არქტიკის რეგიონის ჩათვლით. უეკიპაჟო კატერი არ დაიკარგება შტორმის დროს, ქარში და სეტყვისას, შეუძლია გაუძლოს 4-ბალიან შტორმს და ძლიერ ქარს. საზღვაო დარტყმითი დრონები განკუთვნილია სამხედრო ობიექტების (გემების და სანაპირო ბაზების), მოწინააღმდეგის ინფრასტრუქტურის საზღვაო პორობებში გასანადგურებლად. მათი გამოყენება ასევე შეიძლება დაზვერვისათვის, რუსული გემების და მაზების დაცვისა და დივერსიისგან დაცვისათვის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე