თბილისი, 15 მაისი— Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
შეზღუდვის დაწესების მიზეზი თოვა გახდა.
უწყების ცნობით, გოდერძის უღელტეხილზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ავტოტრანპორტის მოძრაობა თავისუფალია ასევე ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზეც.