საქართველოს საგარეო ვაჭრობა მცირდება - ახალი სტატისტიკა

საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 4,8 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა
Sputnik
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-აპრილში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,7%-ით შემცირდა და 6,6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 4,8 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2023 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 3,3%-ით მეტი.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-აპრილში

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა,%

ექსპორტი

1 763,8

-10,1

იმპორტი

4 799,8

0,3

სულ

6 563,7

-2,7

ექსპორტმა 1,7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,1%-ით ნაკლებია.
2024 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 7,5%-ით მეტია.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წელს 12,5%-ით გაიზარდა 2022 წელთან შედარებით და 21,5 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ამასთან გასულ წელს 6,1 მლრდ დოლარის ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიტანეს, რაც 2022 წელთან შედარებით თითქმის 9,1%-ით მეტია.
2023 წელს ქვეყანაში 15,4 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2022 წლის იანვარი–ნოემბერთან შედარებით 14%-ით მეტი.