სეტყვა და ქარი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოეს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს
Sputnik
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 12-14 მაისს წვიმას, ელჭექს და სეტყვას პროგნოზირებენ, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ამ დღეებში ასევე მოსალოდნელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე შტორმი.
მოსალოდნელმა უხვმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება. მთიან ზონებში კი ღვარცოფი და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებაა მოსალოდნელი.