რამდენ დროს უთმობენ საქართველოში მობილურ ტელეფონზე საუბარს?

აბონენტები სულ უფრო ხშირად სარგებლობენ ინტერნეტით
Sputnik
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საქართველოს მობილური ოპერატორების აბონენტები დღეში საშუალოდ ოთხ წუთს უთმობენ მობილურ ტელეფონზე საუბარს, დღეში ორ-სამ ზარს და ერთ-ორ ტექსტურ შეტყობინებას აგზავნიან, ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მასალებში.
კომისიის მონაცემებით, ხუთი მობილური ოპერატორის 4,1 მილიონი აბონენტიდან ინტერნეტში ჩართულია 2,7 მილიონი აბონენტი. ამასთან, ქართველები საშუალოდ თვეში დაახლოებით 7 გეგაბაიტს ხარჯავენ.
უწყების ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში გაორმაგდა მობილური ინტერნეტ-ტრაფიკი. ამავე პერიოდში საუბრის წუთების რაოდენობა ერთი მესამედით შემცირდა.
საქართველოში ყველაზე მსხვილი მობილური ოპერატორია Magticom-ი, რომელსაც 1,6 მლნ აბონენტი ჰყავს, მეორე ადგილზეა Silknet-ი 1,4 მლნ აბონენტით, მესამეზე კი Cellfie. Mobile - 1 მლნ აბონენტით.