ვლადიმირ პუტინმა პრეზიდენტის ფიცი დადო

პუტინმა თანამდებობა მეხუთე ვადით, ექვსი წლით დაიკავა.
Sputnik
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კრემლში გამართულ ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიაზე ფიცი დადო და სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა მეხუთე ვადით დაიკავა, იუწყება РИА Новости.
ინაუგურაციის ცერემონია მოსკოვის დიდი კრემლის სასახლის წმინდა ანდრიას ორდენის დარბაზში რუსეთის ეროვნული დროშის, რუსეთის კონსტიტუციისა და რუსეთის პრეზიდენტის ნიშნების საზეიმო შეტანით დაიწყო.
ეს იყო ინაუგურაციის მეხუთე ცერემონია პუტინის პოლიტიკურ კარიერაში - იგი თანამდებობას მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, 2030 წლამდე დაიკავებს. საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 15-დან 17 მარტამდე გაიმართა, პუტინმა ხმების 87,28% მიიღო.