თბილისი, 6 მაისი - Sputnik. 6 მაისის დღის ბოლოდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
უწყების ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი, მაღალმთიან რეგიონებში ზოგან კი შესაძლებელია თოვლი.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.