თბილისი, 6 მაისი — Sputnik. მოფარიკავეთა მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ გრან პრიზე ვერცხლის მედალს დაეუფლა, ინფორმაციას საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია ავრცელებს.
ბაზაძემ ფინალური შეხვედრა ეგვიპტის წარმომადგენელ ზიად ელსისთან 15:13 დათმო და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდა.
მესამე ადგილი ამერიკელმა მოფარიკავეებმა გაიყვეს.
FIE-ს რეიტინგის ნომერ პირველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ მადრიდის მსოფლიო თასის შემდეგ (06.05.2022) პრესტიჟული ტურნირების პრიზიორთა სამეულში ადგილი დაიმკვიდრა.
2023 წლის მარტიდან 30 წლის ბაზაძე მოფარიკავეთა მსოფლიო რეიტინგის სათავეშია.