თბილისის, 4 მაისი - Sputnik. საქართველოში ისრაელიდან სპეცრეისით წმიდა ცეცხლი ჩამოაბრძანეს, იუწყება „პირველი არხი“.
წმინდა ცეცხლს თბილისის აეროპორტში მორწმუნეები და სასულიერო პირები დახვდნენ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ჯორჯიან ეარვეისის" თვითმფრინავი, რომლითაც წმინდა ცეცხლი ჩამოაბრძანეს, ერთი საათის წინ დაეშვა.
წმინდა ცეცხლს აეროპორტიდან სიონის საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს ოატრიარქი ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს.
ამის შეწმდეგ ცეცხლს მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაანაწილებენ ტაძრებში, სადაც ამ წუთებში სააღდგომო წირვა მიმდინარეობს.
ღვთიური ცეცხლი ქრისტეს ნათელი აღდგომის სიმბოლოა, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ პეტრე მოციქული ამბობდა და მორწმუნეთათვის წმინდათა წმინდაა. მართლმადიდებლური აღდგომის წინ მართლმადიდებელი პატრიარქის, სამღვდელოებისა და ათასობით მორწმუნეს ლოცვის შემდეგ ცეცხლის გარდამოსვლას „ღვთიური ცეცხლის სასწაულებრივ გარდამოსვლას“ უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს რეგულარულად ხდება.
წელს იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი 15:13 საათზე გადმოვიდა.