თბილისი, 4 მაისი – Sputnik. მეორე დღეა მაშველები ზემო სვანეთის მდინარეში სამ მე-12 კლასელს ეძებენ, იუწყება „რუსთავი2“.
მოზარდები სოფელ ჭუბერიდან ბრუნდებოდნენ, სადაც მაისობის დღესასწაული აღინიშნებოდა. სავარაუდოდ, მანქანა სველ გზაზე მოუსრიალდათ, მართვა დაკარგა და მდინარე ნაკრაში გადავარდა.
ავტომობილი, რომელიც მთლიანად განადგურებულია, უკვე იპოვეს და ამოიტანეს მდინარიდან. ბავშვების ძებნა კი სპეციალური ტექნიკის გამოყენებით გრძელდება.
ძებნა-შველის ოპერაციას ცუდი ამინდი უშლის ხელს, რის გამო მყვინთავები მდინარეში ვერ შედიან. მაშველებთან ერთად, ძებნაში ადგილობრივები არიან ჩართული.