თბილისი, 3 მაისი - Sputnik. სვანეთში, სოფელ ნაკრასთან სამი ახალგაზრდა ავტომანქანით მდინარეში გადავარდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
ავტოსაგზაო შემთხვევა მდინარე ნაკრასა და ენგურის შესართავთან გუშინ, 2 მაისს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამივე სკოლის მოსწავლეა. ისინი სახლში ბრუნდებოდნენ.
მაშველებმა მდინარეში მანქანა უკვე იპოვეს, თუმცა არცერთი ბავშვი ამ დრომდე ნაპოვნი არ არის. მაშველები ახალგაზრდებს ამ დრომდე ეძებენ.
საძიებო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულები არიან სამაშველო ბრიგადები და ადგილობრივები.
წყარო - ტელეკომპანია „მთავარი“.