სააკაშვილს პოლიტიკური მოძრაობის ავანგარდში ყოფნა სურს - ვოლსკი

2023 წლის აპრილში სააკაშვილის ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს საჩივრით, რადგან საქართველოს ორი ინსტანციის სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი უთხრა
Sputnik
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. ს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ ავად არ არის, არამედ მზადაა პოლიტიკურ მოძრაობას ჩაუდგეს სათავეში, განაცხადა პირველმა ვიცე სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ - ასე გამოეხმაურა ის სააკაშვილის მიერ სტრასბურგის სასამართლოდან სარჩელის გამოხმობას.
ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიიღო შეტყობინება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან სააკაშვილის სარჩელის გამოხმობის თაობაზე. საუბარია საქართველოს ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ ჯანმრთელობის მიზეზების გამო გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარის თქმაზე. ადვოკატებმა ეს იმით ახსნეს, რომ მსჯავრდებულის ამჟამინდელი მდგომარეობა მის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის.
„დადასტურდა, რომ სააკაშვილი არათუ ავად არის, არამედ უნდა, რომ ავანგარდში ჩაუდგეს პოლიტიკურ მოძრაობას“, - განაცხადა ვოლსკიმ.
დეპუტატის თქმით, სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების შემდეგ „მომაკვდავ დემოკრატს“ სიმულირებდა.
„ეს ფაქტია და ყველამ ვიხილეთ, მაგრამ ამაში არ არის საქმე. ამდენი ხანი ამ თაღლითობის პოლიტიკით, რევოლუციური პროცესების განვითარების დაუოკებელი ჟინი და სურვილი, რამაც სააკაშვილი დააწვინა ლოგინში და ამდენი ხანი სიმულაციას ახდენდა მომაკვდავი დემოკრატის, აი ამაშია საქმე, ეს არის სიბინძურე“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
2023 წლის აპრილში სააკაშვილის ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს საჩივრით, რადგან საქართველოს ორი ინსტანციის სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი უთხრა. სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ. მათი განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
ივნისის შუა რიცხვებში ექს-პრეზიდენტმა პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ 22 აგვისტოდან ექს-პრეზიდენტი მისი დახმარებით რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.