თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. 2024 წლის 1–ელი აპრლისთვის საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ 51,81 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1,31 მლრდ ლარით, ანუ 2,6%-ით მეტია 2024 წლის მარტის მაჩვენებელზე, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
ანგარიშის თანახმად, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 706,91 მლნ ლარით, ანუ 3,35%-ით, ხოლო დეპოზიტები მოთხოვნამდე – 607,05 მლნ ლარით, ანუ 2,07%-ით შემცირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ, მიმდინარე წლის 1–ელი აპრილის მდგომარეობით 50,33% შეადგინა, რაც 0,17 პროცენტული პუნქტით მეტია 2024 წლის 1–ელი მარტის მაჩვენებელზე.
მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7,25% შეადგინა, მათ შორის 9,56% - ლარის დეპოზიტებზე, ხოლო 1,97% – უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე.
მარტის ბოლოს საქართველოში 17 კომერციული ბანკი ფუნქციონირებდა, აქედან 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.