სპეცრაზმი და პოლიცია 28 აპრილის აქციაზე - ფოტო

28 აპრილს საქართველოს პარლამენტთან შსს-ის ძალები იყო მობილიზებული. იხილეთ „Sputnik საქართველოს“ ფოტოლენტა
Sputnik
პოლიციის ძალების მობილიზაცია იქ მიმდინარე საპროტესტო აქციას უკავშირდებოდა, რომლის მონაწილეებიც გამჭვირვალობის კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან.
1 / 8

სპეცრაზმი და სპეცტექნიკა რუსთაველის გამზირზე.

2 / 8

სპცდანიშნულების რაზმი რამდენიმე საათის განმავლობაში უბრალოდ იდგა აქციაზე.

3 / 8

მომიტინგეებმა ძალოვნების წინ, პირდაპირ ასფალტზე, საქართველოს სახელმწიფო დროშა დაფინეს.

4 / 8

მოგვიანებით შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო მომიტინგეთა მხრიდან.

5 / 8

სპეცრაზმელთა დამატებითი ძალები აქციაზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მომიტინგეებმა სცენისგან გამყოფი ჯებირების მოხსნა მოინდომეს.

6 / 8

აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა სპეციალური საშუალების, წიწაკის სპრეის გამოყენებით მოიგერია.

7 / 8

მომიტინგე ძალოვნების პირისპირ.

8 / 8

ასეთი ვითარება შეიქმნა ჭიჭინაძის ქუჩაზე მას შემდეგ, რაც იქ აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმი შენიშნეს.